„რეპრესიები საქართველოში“ - იტალიური მედია მზია ამაღლობელის საქმეზე სტატიას აქვეყნებს
იტალიურმა მედიამ აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რეპრესიები საქართველოში“, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს ეხება. სტატიაში განხილულია მისი დაკავების გარემოებები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები.
ავტორი აღნიშნავს, რომ ამაღლობელის საქმე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო.
ამჟამინდელმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიძგი მისცა ახალ რეპრესიულ და მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააჩუმოს განსხვავებული ხმები. ჟურნალისტები თავდასხმების სამიზნე გახდნენ. ამ ვითარებაში მყოფ მედიის მუშაკებს შორის განსაკუთრებული აღშფოთება და შეშფოთება გამოიწვია მზია ამაღლობელის ბედმა. ამაღლობელი ახლა შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას აზიანებს და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ჟურნალისტისადმი სოლიდარობის ნიშნად სხვა პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს", - წერია სტატიაში.