არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - კალაძე
დედაქალაქის მერი, კახი კალაძე, მმართველი პარტიის "მესიჯბოქსს" შეუერთდა და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. კალაძის თქმით, ქვეყანაში მომდევნო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში", - ამბობს კალაძე.
მანამდე იდენტური განცხადება გააკეთა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა ამის მიზეზად მიშელის დოკუმენტის გაუქმება დაასახელა.