85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

14.02.25 20:44
 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

კასპის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე შვილიშვილი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული კაცი. 

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1940 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც გომალაურის უწყებამ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები