სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიაა - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით?

14.02.25 20:55
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიაა - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით?

რუსეთს სურს საქართველოს ევროინტეგრაცია შეაჩეროს და ამისთვის ჰიბრიდულ მეთოდებს მიმართავს - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. 

მეხუთე პრეზიდენტმა ივანიშვილის ხელისუფლებას არალეგიტიმური მაღალი რანგის ტრიბუნიდანაც უწოდა და ისაუბრა რუსეთის როლზე. 

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე და "ქართული ოცნების" რეპრესიებზე და იმ საშიშ კანონებზე ისაუბრა რომელსა ოლიგარქის პარტია იღებს: 

რუსეთს სურს შეაფერხოს 30 წლიანი სხლა ევროინტეგრაციისკენ. რუსეთი ცდილობს ეს ყველაფერი უკან წაწიოს და ცდილობს, რომ უფრო მარტივად გამოუვიდეს ეს ვიდრე უკრაინაში. რა თმა უნდა, იქ არ გაუმარჯვია, 3 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია თავის მიზნებს, ძალიან ბევრი დაუჯდა ადამიანური რესურსების თვალსაზრისით.

 მაღალი რიცხვებია ეკონომიკური ხარჯიც და პრესტიჟის დანაკარგი, რომ ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რაც სურდა რუსულ სამხედრო ელიტას და ალტერნატიული ჰიბრიდული სტრატეგია გახლავთ - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით? გავაკონტროლოთ ძალაუფლება საქართველოში?" - ამბობს ზურაბიშვილი. [სინქრონული თარგმანი]

მსგავსი სიახლეები