პრეზიდენტი მიუნხენში: "საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა"
„ჩვენს მარიონეტ მთავრობას სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს - გადაწყვეტილებას იღებს, რომ საქართველო ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" "საქართველოში არჩევნების პაროდია ჩაატარა".
ამასთან, ზურაბიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ "საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა".
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ დასავლეთის რეაქცია ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული პროცესების მიმართ "არასაკმარისია": "ვერ ვხედავ საკმარის რეაქციას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ჩვენს მარიონეტ მთავრობას სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს - გადაწყვეტილებას იღებს, რომ საქართველო ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან თუ ეს საქართველოში გამოვა, მაშინ შეიძლება სხვაგანაც გამოიცადოს. ამ მომენტისთვის კი ამაზე ჩვენი ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ.
საქართველო მხოლოდ საქართველო არ არის, ის მხოლოდ ქვეყანა არ არის, სადაც მოსახლეობის 80% აქამდე მხარს უჭერდა ევროპულ გზას, ეს ასევე შავი ზღვაა და ხვალ ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას. უკრაინის ომამდე საპორტო შემოსვლები გვქონდა ნატოს გემების, ევროპელი პარტნიორების, რაც გაჩერდა"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის შეწყვეტილ პროექტებზე საქართველოში:
ბოლო პერიოდამდე, უკრაინის ომამდე, ჩვენს პორტებში ნატოს ხომალდები შემოდიოდა - ეს შეწყდა. რუსეთმა განაცხადა, რომ ახალ სამხედრო ბაზას გახსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ანაკლიის პორტი ერთ-ერთი დიდი პროექტია, არავინ იცის, როდის აიღებენ კონტროლს ჩინელები, ესაა რაც ჩვენ გვესმის, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩინეთთან მიმართებით, ვერ ვხედავთ ხელშეკრულებას, არ ვიცით მისი შინაარსი და ვიგებთ მაშინ, როცა ყველაფერი დასრულებულია. ეს რეგიონი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის სამომავლო პროექტებისთვის, მათ შორის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის სფეროებში, იმისათვის რომ გზა გაჭრილიყო ცენტრალური აზიისკენ.
ვფიქრობ ეს უფრო მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა, ვიდრე ერთი პარტიის გამარჯვება ოპოზიციაზე, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართველ ხალხს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის" ლეგიტიმაცია არ მიუნიჭებია":
ნამდვილი დემოკრატია, სინამდვილეში, მოდის ხალხისგან და ხალხისგან მოდის ასევე ლეგიტიმურობა არჩევნების, რომელიც იყო უარყოფილი ხალხის მიერ. ეს არალეგიტიმური პარლამენტი დგამს ნაბიჯებს, რომლებიც არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. მთავარი ნაწილი კონსტიტუციის დარღვევისა იყო ეს გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტილიყო სვლა ევროკავშირისკენ. რუსეთი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი უკან წაწიოს"- განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცმენის" ხელისუფლებას "რუსული" მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზეც უწოდა და პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილის გუნდი უფრო და უფრო გამოიყურება როგორც რუსეთში ერთპარტიული სისტემა.
ქვეყნის ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა იმ მეთოდებზეც ისაუბრა, რომელიც არჩევნების გაყალბებისთვის იყო გამოყენებული:
არჩევნებში სხვა დასხვა მეთოდი იყო გამოყენებული. ეს იყო ქოლცენტრები, უკვე გატესტილი, კარგად დაცდილი მეთოდები, ასევე სიები ადმაიანების პირადი მონაცემებით, რომლებსაც აკონტროლებდნენ და ამ მეთოდებით ვღებულობთ ჩვენ მარიონეტ მთავრობას, რომელიც იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ჩამოშორდეს მის ევროპულ გზას და დავაბრუნოთ რუსეთის გზაზე"- დასძინა მან.