„რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“ - ბაკურიანში სასტუმროდან რუსული დროშა ჩამოხსნეს (ვიდეო)
„რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“ - ბაკურიანში სასტუმროდან რუსული დროშა ჩამოხსნეს.
მოქალაქეებმა პროტესტის ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბაკურიანში, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, სასტუმრო crystal hotel and spa-ს ერთ-ერთ ნომერში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშა გადმოფინეს.
მოქალაქეებმა სასტუმროს აივანზე გადმოფენილი დროშა ნაგავში გადააგდეს.