პრეზიდენტი: როცა მეკითხებიან ხოლმე, "არ ტოვებ პროცესს?" მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა ვრჩები!"

14.02.25 22:03
პრეზიდენტი: როცა მეკითხებიან ხოლმე, "არ ტოვებ პროცესს?" მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა ვრჩები!"

„ივანიშვილის რეჟიმი რუსული მოდელის ასლია. მოვუსმინოთ რუსი ლიდერების გამოხმაურებას საქართველოს მარიონეტული ლიდერების ქმედებებზე." - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ზურაბიშვილმა რუსულ საფრთხეებზე საუბრისას აღნიშნა, ქართველი ხალხის სწრაფვა არის დიქტატურის დამარცხებაა: 

რუსეთთან ევროპაზე მეტი პირდაპირი ფრენები გვაქვს. გვაქვს ვაჭრობა. დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება არ გვაქვს, მაგრამ კულისებში ურთიერთობა შეიძლება დიპლომატიურზე უფრო ძლიერი იყოს. [...] 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იყო ის, რაც იხარშებოდა ორი წლის მანძილზე. რუსეთის საელჩოს გახსნა არ სჭირდებათ ქართველებს, რომ დაინახონ, რაც ხდება"- თქვა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მის როლს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილი ამბობს: 

ჩვენი გზა და ხალხის სწრაფვა არის დიქტატურის დამარცხება. ჩემი როლი არსებული პოლიტიკური პარტიების კონსოლიდირებაა და არა მარტო არსებული პარტიების. ქუჩის პროტესტი არის სივრცე ახალი პოლიტიკური ძალების შექმნისთვის. რეჟიმი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს. მათ ძალიან უნდათ, რომ პროტესტი პარტიების მიერ იყოს ორგანიზებული, მათ დააკისრონ პასუხისმგებლობა და მერე დაიჭირონ ეს ხალხი, მაგრამ პროტესტს აქვს შემოქმედებითი მიდგომები, მას არ ჰყავს ორგანიზატორი და ლიდერი. არც მე ვარ ასეთი"- აღნიშნა ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა: "ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა, და ამიტომ, როცა მეკითხებიან ხოლმე, "არ ტოვებ პროცესს?" მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა ვრჩები!"

მსგავსი სიახლეები