FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე - გახარია

14.02.25 22:45
FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე - გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მიუნხენში, FES-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა -  ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე. საქართველო დგას გზაჯვარედინზე - დემოკრატია, თუ გაღრმავებული ავტორიტარიზმი. დისკუსიაზე ხაზი გაესვა ევროპის უსაფრთხოების რისკებს, თუკი საქართველო კიდევ უფრო მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ“,- აცხადებს გიორგი გახარია.