მოუთმენლად ველი რუბიოსთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად - უილსონი
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა.
კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად.
მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. მას ესმის თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა მსოფლიოს გარშემო. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად და სირიაზე სანქციების შესამსუბუქებლად, რათა სირიელებს დაბრუნებისა და აღმშენებლობის საშუალება მიეცეთ,” - წერს უილსონი.