პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტებს შეხვდება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს.
დღეს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება მოლდოვას, ჩეხეთის და ესტონეთის პრეზიდენტთან, აშშ-ს დელეგაციასთან, ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან.
დღესვე სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეტს. დაგეგმილია მე-5 პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთანაც.