გიორგი გახარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

15.02.25 16:22
გიორგი გახარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აუდიენციის დროს იან ლიპავსკიმ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა. 

მადლობელი ვართ ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ არაღიარების პრინციპული პოზიციისთვის." - წერს გახარია. 

ცნობისთვის, 14 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრება. გერმანიაში ასევე იმყოფება გიორგი გახარიაც.