პრეზიდენტი ზურაბიშვილი პეტრ პაველს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა - სალომე ზურაბიშვილის ცნობით, პეტრ პაველთან საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები განიხილა.
კარგი საუბარი მქონდა ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ახალი არჩევნების აუცილებლობისა და საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, რუსეთის ძირგამომთხრელი ჰიბრიდული სტრატეგიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.