"ლიეტუვა ქართველ ხალხის ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს" - გახარია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, კიასტუტის ბუდრის შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
როგორც კიასტუტის ბუდრისი წერს, ლიეტუვა ქართველ ხალხის ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს.
მქონდა სიამოვნება, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შევხვედროდი. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ლიეტუვა ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარს უჭერს. ჩვენ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - წერს კიასტუტის ბუდრისი.
ცნობისთვის, 14 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრება. გერმანიაში ასევე იმყოფება გიორგი გახარიაც.