"ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა იზოლაციურ მდგომარეობაში, რუსეთთან მარტო დაეტოვებინა" - ხაზარაძე
"ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა იზოლაციურ მდგომარეობაში, რუსეთთან მარტო დაეტოვებინა" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ევროპის მოედანზე იმყოფება, დარწმუნებულია, რომ უწყვეტი პროტესტი არ შეწყდება, რადგან მისივე განმარტებით, საქართველო თავისუფლების მოყვარულ ადამიანებზე დგას.
მინდა შევაფასო ასეთი სურათები იმ ჩვენი მეგობრების, რომლებიც არიან დაპატიმრებული უკანონოდ და არიან მებრძოლი ადამიანები. პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა და ახალი არჩევების ჩანიშვნა. ეს პროტესტი არ გაჩერდება, იმიტომ რომ საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების მოყვარულ ადამიანებზე და არასდროს არ შეეგუება ე.წ. ხელისუფლებას, რომელსაც უნდა, რომ 80% მიართვას რუსეთს.
ბიძინამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა ჩაეყენებინა იზოლაციურ მდგომარეობაში, დატოვა მარტო რუსეთთან. ამიტომ ჩვენი ვალია ეს მოღალატე, რუსი ხელისუფლება გავისტუმროთ, სასწრაფოდ აღვადგინოთ სტრატეგიულ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და უნდა დავიწყოთ ფიქრი დეოკუპაციაზე", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. დიდი სახალხო დემონსტრაცია, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა.