ჟან-ნოელ ბარო: ქართველები ევროპულ დროშას აფრიალებენ, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა სუპერძალაა, რომელსაც მათი დაცვა შეუძლია
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა, რომელმაც დრო საქართველოში არსებულ ვითარებას დაუთმო.
ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ "ქართველები ევროპულ დროშას აფრიალებენ, ევროპულ ჰიმნს მღერიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, თავისუფლება, სუპერძალაა, რომელსაც მათი დაცვა შეუძლია".
პირველ რიგში, საშუალება მომეცით შევეწინააღმდეგო რაიმე ფორმით „ევროპასთან ჩხუბს“ და ევრო-პესიმიზმს. ბევრი ჩვენგანი და ჩვენ აქ სცენაზე ამაყი ვართ ვთქვათ, რომ გვჯერა - ევროპა სუპერძალაა. ევროპა ადგილია, სადაც COVID-19-ს ყველაზე ეფექტიანად ებრძოლეს. ევროპა კონტინენტია, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას, რომელიც თითქმის “მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ძალა” უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომელმაც თავის მიზნებს ვერ მიაღწია. როდესაც საქმე ტექნოლოგიებს ეხება, რა მხრივაც მიიჩნევა, თითქოს ევროპა ჩამორჩება, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე კვირას, ორშაბათს, პარიზში 300 მილიარდი დოლარი, მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტორების მიერ ჩაიდო ევროპაში მასიური კომპიუტერული შესაძლებლობების გასავითარებლად. ასე რომ, ზოგიერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი არ წაგვიგია, ტექნოლოგიური ომიც კი.
და თუ ჯერ კიდევ დარწმუნებულები არ ხართ ამ არგუმენტებით, შეხედეთ ხალხს ევროპის მიღმა და რამდენად ძლიერია მათი ევროპის სურვილი. უკრაინელები ჯერ კიდევ გმირულად რომ ეწინააღმდეგებიან რუსეთს, ეს ყველაფერი მაიდანზე დაიწყო ევროპული დროშებით. და ვინ დაიკავა მათი ადგილი დღეს? - ქართველმა ხალხმა, რომლებიც ყოველღამე წინააღმდეგობას უწევენ მთავრობას, რომელიც ევროპული გზიდან მათ ჩამოშორებას ცდილობს. ისინი ევროპულ დროშას აფრიალებენ, ევროპულ ჰიმნს მღერიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, ევროპა თავისუფლებაა და ევროპა სუპერძალაა, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა, როდესაც ისინი წინ წაიწევენ ევროკავშირისკენ გზაზე”, - განაცხადა ბარომ. (თარგამნი IPN)