ნიკა კაციას საქმე - სავარაუდოდ ცრუ მოწმე პოლიციელების ვინაობა ცნობილია

15.02.25 21:49
ნიკა კაციას საქმე - სავარაუდოდ ცრუ მოწმე პოლიციელების ვინაობა ცნობილია

აქციების მონაწილე ჟურნალისტს მხოლოდ სამი სავარაუდო ცრუ მოწმე  პოლიციელის ჩვენებით ასამართლებენ - მირზა ჯაფარიძე, გიორგი როსოფიძე და ლევან ხერხელაური ცენტრალური  კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან. "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სხვა პოლიციელები, ვინ ადგილზე იყვნენ, საქმიდან გააქრეს. 

საქმეში არ არსებობს ვიდეო კადრები, რომელიც კაციას ჩხრეკის დროს მისი ჯიბიდან ნარკოტიკის ამოღებას დაადასტურებდა - ანუ არც ერთ პოლიციას თან არ ჰქონდა მობილური, რომლის საშუალებითაც კანონთ სავალდებულო ჩხრეკას გადაიღებდა. არის კიდევ ერთი გარემოება. ნიკა კაცია დაკავების შემდეგ ისეთ ადგილას წაიყვანეს, სადაც პოლიციამ იცოდა, რომ ახლომახლო სათვალთვალო კამერა არ არსებობდა. 

კადრების არ არსებობას პროკურორი კაციას მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით ხსნის, მაშინ ჩნდება კითხვა,  თუ ერთი კაცი სამ პოლიციელს არბევდა, რატომ არ გამოიძახეს ადგილზე დამატებითი ჯგუფი ან რატომ არ დაიწყეს მის წინააღმდეგ დამებით  საქმის წარმოება ადმინისტრაციული მუხლით - პროკურორს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ნიკა კაციას საქმეში არ არსებობს არც ნეიტრალური მოწმე -ანუ ადამიანი, ვინც პოლიციის გარდა დაინახავდა, რომ მისი ჯიბიდან მკვლელი ნივთდება პოლიციამ ნამდვილად ამოიღო - რატომ? პროკურორს პასუხი არც ამ კითხვაზე აქვს.

ნიკა კაციას საქმე - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი