" რუსმა ოლიგარქმა ქვეყანა კრიზისში შეიყვანა, ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია" - სოფო ჯაფარიძე
ხალხი არ გაჩერდება იქამდე სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გაგთავისუფლებიან უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. პოლიტიკოსი ამ წუთებში ევროპის მოედნიდან მიმდინარე მსვლელობაში იღებს მონაწილეობას.
"ხელახალი არჩევნებია ერთადერთი, რამაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა უდიდესი კრიზისიდან, რა კრიზისშიც რუსმა ოლიგარქმა და თვითმარქვია ხელისუფლებამ შეიყვანა ეს ქვეყანა"- ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ვერ გაგვაჩერებს ვერცერთი წუთით ვერ დაგვახევინებს უკან. ვხედავთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა გარეთ. პროტესტი არის მზარდი, საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო მეტად იზრდება და ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. გამარჯვება ძალიან ახლოს არის,, ჩვენ ვართ პრინციპულები, ვართ ერთად და აუცილებლად ეს ერთიანობა მიგვიყვანს გაგემარჯვება. უნდა ვთქვათ სოლიდარობა და დაუყოვნებლივი გათავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს. ხელახალი არჩევნები ეს ერთადერთი რაღაც, რამაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა უდიდესი კრიზისიდან, რა კრიზისშიც რუსმა ოლიგარქმა და თვითმარქვია ხელისუფლებამ შეიყვანა ეს ქვეყანა", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. დიდი სახალხო დემონსტრაცია, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული საგარეო კურსი მნიშვნელოვანია.