თავდასხმა "შაბათის ეთერის" გადამღებ ჯგუფზე - რა აღიარა სანქცირებულმა ვაჟა სირაძემ

15.02.25 21:25
თავდასხმა "შაბათის ეთერის" გადამღებ ჯგუფზე -  რა აღიარა სანქცირებულმა ვაჟა სირაძემ

 

 

მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამოუძიებელ საქმეზე კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს პირველად მოუწია. 

"შაბათის ეთერმა" ვაჟა სირაძეს მისივე ხელმოწერილი დოკუმენტი შეახსენა, რომელიც პოლიციის შეფმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაუგზავნა და სადაც ჩაწერა, რომ თავდასხმის დღეს, "სამხრე კამერები არ მუშაობდა, რადგან ის დაზიანებული იყო". 

ვაჟა სირაძე არ პასუხობს კითხვას, მოხსნა თუ არა მან საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილიდან, თუმცა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის დღეს ადგილზე საპატრულო პოლიცია ნამდვილად იდგა. 

მანდ არაერთი კამერა არის შესაბამისად საქმეში იქნება წარმოდგენილი. მაგ პერიოდში ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, რაც საგამოძიებო მოქმედებიდან გამომდინარე სჭირდება სპეციალურ საგამოძიებო უწყებას ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ...

ძალიან ბევრი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო მაგ დღეს და რომელ კამერაზე მესაუბრებით არ ვიცი. ბევრი კამერა გადაცემულია და ბიჭები თანამშრომლობენ...

იმ პერიოდში გარკვეული ეკიპაჟები იდგნენ თუ, რომელიმე ეკიპაჟი რაიმე ძალადობის ფაქტს შეესწრო აუცილებლად განმარტებას გააკეთებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მიმდინარეობს გამოძიება, ბიჭები იკითხებიან. ვინც იძიებს, აუცილებლად გამოძიების ბოლომდე.

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, არავის არ მოსწონს ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომელიც იდგა, ეკიპაჟის ნომრები არ მახსოვს, თქვენ რასაც ახსენებთ აუცილებლად დაიკითხება", - ამბობს ვაჟა სირაძე.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. ორივე მათგანმა მკურნალობა ინგოროყვას კლინიკაშ გაიარეს.