ირაკლი ხუსკივაძე: მოსამართლე, რომელმაც ზვიად ცეცხლაძე და სხვა 7 ბრალდებული მოატყუა

15.02.25 22:28
ირაკლი ხუსკივაძე: მოსამართლე, რომელმაც ზვიად ცეცხლაძე და სხვა 7 ბრალდებული მოატყუა

ირაკლი ხუსკივაძე ერთ-ერთია, რომელმაც ანგარიშზე არა ერთი სინდისი პატიმრის ციხეში გაშვება ჩაიწერა. მოსამართლე, რომელმაც ზვიად ცეცხლაძე და სხვა 7 ბრალდებული მოატყუა "შაბათის ეთერის" კითხვების პირისპირ აღმოჩნდა. 

რვა ბრალდებულმა და მათმა ადვოკატებმა სხდომა პროტესტის გამო ნამდვილად დატოვეს. რადგან ირაკლი ხუსკივაძემ არ შეცვალა სხდომათა დარბაზი, სადაც სუნთქვა შეუძლებელი იყო. ესეც დასჯის მეთოდია, ერთ პატარა დარბაზში მოათავსო რვა პატიმარი და მათ პროცესზე სოლიდარობისთვის მისული ათობით მხარდამჭერი. იმ დღეს სინდის პატიმარი ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა. სასამართლოში სასწრაფო გამოიძახეს. მოსამართლის დამოკიდებულება კი ყველაზე კარგად იმ დროს გამოჩნდა, როცა სასწრაფოს ექიმების დასკვნა სხდომაზე  წაიკითხა, თუმცა გამოტოვა ის ადგილი სადაც ეწერა რომ ცუდად ყოფნის მიზეზი უჟანგბადობა იყო. გაბრაზებულებმა ადვოკატებმა და სინდისი პატიმრები დარბაზი დატოვეს .

მოსამართლე ხუსკივაძე თან ამბობს რომ სხდომა ბრალდებულების გარეშე არ ჩაუტარებია, თან ამბობს რომ განხილვა გაგრძელდა. განხილვა რომ გაგრძელდა ეს კადრები ადასტურებს, როდესაც სხდომა სახაზინო ადვოკატებთან ერთად განახლდა, მოსამართლემ თქვა რომ ბრალდებულებმა საკუთარი სურვილით თქვეს უარი პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა ირკვევა რომ მოიტყუა, სინდისი პატიმარი ნიკო ცეცხლაძე წერილში გვწერს რომ საერთოდ არ იცოდნენ თუკი მათი პროცესი გრძელდებოდა. 

მოსამართლე ხუსკივაძეს  კიდევ ერთხელ ვეკითხებით რატომ იტყუება . მესამე მცდელობის შემდეგ მოსამართლე ადასტურებს რომ სხდომის ჩატარება მოუწია ბრალდებულების გარეშე.