"მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა" - წარწერები პარლამენტის ჭიშკარზე
რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ პარლამენტის ჭიშკარზე სინდისის პატიმრების გზავნილები დაიტანეს:
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა", "საქართველო მტრებს და მოღალეტეებს არასდროს დაუჩოქებს", "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი", "საქართველოს სიყვარულით არასდროს დავიღლებით", "ჩახერგეთ უკან დასახევი გზები" - წერია პარლამენტის ჭიშკარზე.
„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე - ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.