მოსამართლე, რომელიც ყველას, ვინც აქციაზე დგას, ან აჯარიმებს, ან ციხეში უშვებს

15.02.25 22:39
მოსამართლე, რომელიც ყველას, ვინც აქციაზე დგას, ან აჯარიმებს, ან ციხეში უშვებს

ბოლო დღეებია, 36 წლის მოსამართლის, ნინო ენუქიძის სასამართლო დარბაზთან რიგებია,  ერთი სხდომა დასრულებული არ არის, რომ მეორე იწყება. ნინო ენუქიძეც ბეჯითად აჯარიმებს ყველას, ვისზეც საქმე სასამართლოში შევა. 

აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ენუქიძეს მოკლე მეხსიერება აქვს, მას "შაბათის ეთერმა" დათო გოგიაშვილი გაახსენა,  ახალგაზრდას, რომელიც ნიღბიანმა მოძალადეებმა უმოწყალოდ სცემეს, დაზარალებულს  ენუქიძე ალბათ არც მოუსმენდა და სიტყვის უფლებას არ მისცემდა, იმ დროს დარბაზში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რომ არ ყოფილიყვნენ. შემდეგ იყო ავთანდილ კუჭავა საქმე. მასაც ძალადობის კვალი აშკარად აღმოედინებოდა, მაგრამ სპეცრაზმისგან ნაცემს რომ საჯაროდ ამ თემაზე არ ელაპარაკა, ენუქიძემ პროცესი გადადო და ახალგაზრდის გაჩუმებით სცადა ხარებას დანაყოფებისთვის ხელის დაფარება. 

ნინო ენუქიძე პოლიტიკურად მიკერძოებული და უსამართლო გადაწყვეტილებების გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ სანქცირებულია. 

სამოქალაქო აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ენუქიძეს ფინანსურ ტერორში ჰყავს აქციის მონაწილეები. ნაწილს 500 ლარით აჯარიმებს, მეორე ნაწილს 5 ათასით.