ვინ ასამართლებს თავისუფალი საქართველოს თავისუფალ თაობას -"მოსამართლე ცაცუა ივანიშვილის მარიონეტია"
ვინ ასამართლებს თავისუფალი საქართველოს თავისუფალ თაობას - რეჟიმის დავალებების შემსრულებლად ასახელებენ სამოქალაქო აქტივისტები მოსამართლე მანუჩარ ცაცუასაც. ერთ დღიანმა დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ცაცუა დარბაზიდან გასვლასაც კი ვერ ასწრებს ისე იცვლება მის წინ განსასჯელებისთვის განკუთვნილი სკამი. რიგები 41 ნომერ სხდომათა დარბაზთან დილით იწყება და საღამოს სრულდება.
მოსამართლე ცაცუა ამ თეატრის წამყვანი პერსონაჟია და ივანიშვილის მარიონეტია. რომელიც უსაფუძვლოდ აჯარიმებს ხალხს - ამბობს "შაბათის ეთერთან" ქეთევან დაუდიშვილი, რომელიც ნოემბრიდან მოყოლებული უკვე მესამედ დააჯარიმეს. ამ შემთხვევაში 15 დღიან პატიმრობას ელოდა, თუმცა საბოლოოდ მოსამართლე ცაცუამ რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილეობის გამო ახალგაზრდა მხოლოდ ხუთი ათას ლარით დააჯარიმა.
ქეთი ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს. მისი ხელფასი სულ 900 ლარია, ახლა ფიქრობს, როგორ გადაიხადოს 900 ლარიანი ხელფასით ხუთი ათასიანი ჯარიმა.
უფლებადამცველების თქმით, მტკიცებულებების გარეშე დაისაჯა ვალერიც. ახალგაზრდა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშნოს მოთხოვნით თბილისში ჭიათურიდან დადის. 2 დღე აქციაზე დგას, ერთი დღე უკან ბრუნდება რომ საქონელს მიხედოს.