რასა იუკნევიჩიენე: 80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის, თქვენ ევროპის გმირები ხართ!
80 დღე ქუჩებში საქართველოს ევროპული ოცნებისთვის, თქვენ ევროპის გმირები ხართ! ევროპული ქვეყნების ლიდერებო, საქართველოს შეხედეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
პოსტში ევროპარლამენტარს მონიშნული ჰყავს ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტში “ევროპული სახალხო პარტიის” ჯგუფი და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.