შევხვდი ალარ კარისს, რათა განმეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში - ზურაბიშვილი

16.02.25 12:31
შევხვდი ალარ კარისს, რათა განმეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე ავრცელებს. 

შევხვდი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს, რათა განმეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში, რომლის სამიზნე ჩვენი არჩევნები და დემოკრატიაა. ხაზი გავუსვი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გადაუდებელ საჭიროებას, - წერს სალომე ზურაბიშვილი.