საქართველოში აღარ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ, პარტია ერთი კაცის მიერ და ეს კაცი, ალბათ მოსკოვის მიერ - პრეზიდენტი

16.02.25 13:01
საქართველოში აღარ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ, პარტია ერთი კაცის მიერ და ეს კაცი, ალბათ მოსკოვის მიერ - პრეზიდენტი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში დემოკრატია "ძლივსღა" არსებობს, რადგან "ქართული ოცნება" ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიდის. 

შესაძლოა, არჩევნების დროს, რადგან, როდესაც ხალხის ნებას აღარ აღიარებ, შენ უკვე ნაწილობრივ წყვეტ იყო დემოკრატია. და კიდევ უფრო მეტი, როდესაც არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ მთავრობა, რომელიც ითვლება არალეგიტიმურად და რომელიც წავიდა საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც ერთგვარად უარყო კონსტუტუციის 78-ე მუხლი, რომელიც აწესებს ვალდებულებას ქვეყნის ყველა ინსტიტუტისთვის, გააკეთონ ყველაფერი თავიანთი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად და დასაჩქარებლად, როდესაც ამ მუხლის წინააღმდეგ მთავრობა ღებულობს გადაწყვეტილებას შეაჩეროს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ეს არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის ხალხის ნების საწინააღმდეგო, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, და ბევრი, ბევრი წელი მანამდე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს, როდესაც შენ ამ სურვილის წინააღმდეგ მიდიხარ, შენ არ ხარ დემოკრატია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში აღარ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ.

საქართველოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ და ეს პარტია კონტროლდება ერთი კაცის მიერ და ეს კაცი, დიდი ალბათობით, კონტროლდება მოსკოვის მიერ,- აღნიშნა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.