რის ხარჯზე მდიდრდება ბიძინა ივანიშვილი?

16.02.25 13:50
რის ხარჯზე მდიდრდება ბიძინა ივანიშვილი?

რის ხარჯზე მდიდრდება ბიძინა ივანიშვილი - კორუფციის მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქი დიდ ფულს სწორედ საქართველოში შოულობს. იურისტ ირაკლი აბესაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოლიგარქს შვეიცარიაში მილიარდები აქვს დაყადაღებული და ამტკიცებს, რომ მას "გლობალური ომის პარტია ებრძვის", ერთადერთ ვარიანტად ისღა რჩება, რომ ოლიგარქი ფულს სწორედ საქართველოში შოულობს და ამრავლებს. 

თავად ივანიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში მას ებრძვის გლობალური ომის პარტია, ბოლო წლებია მას ებრძვიან ძლიერი ძალები და ცდილობენ მის დაყოლიებას ომში ჩათრევაზე და ა.შ. მას დაყადაღებული აქვს მილირდობით თანხა შვეიცარიაში და მიუხედავად ამისა, გვიცხადებენ, რომ ივანიშვილის ქონება გაიზარდა. მაშინ, ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი არის, რომ მან ეს ქონება იშოვა და გაზარდა საქართველოში და სინამდვილეში, ეს არის სწორედ სიმართლე, რასაც წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი საქართველოში ფულს არ შოულობს და მხოლოდ ქველმოქმედებით არის დაკავებული. ეს იყო ტყუილი. სინამდვილეში, ივანიშვილი საქართველოში შოულობს ძალიან დიდი რაოდენობით ფულს და იმ ფონზეც კი, როდესაც ის გამორბის ბრიტანული იურისდიქციიდან ან ევროპული ქვეყნებიდან გადმოაქვს თავისი მილიარდობით ღირებულების ქონება საქართველოში, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

ამავე აზრს იზიარებს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია მიტაცებული აქვს და ქართველი ხალხის ხარჯზე მდიდრდება.

ბიძინა ივანიშვილი დღეს ცხოვრობს ქართველი ხალხის ხარჯზე. ანუ ამ ადამიანს მიტაცებული აქვს სრულიად სახელმწიფო ინსტიტუციები, შესაბამისად, ყველა მიზი ბიზნესგადაწყვეტილება არის მორგებული კანონთან. თუ რამე პრობლემა აქვს და ვერ აკეთებს, შემდეგ კანონს იღებს მის სასარგებლოდ. ამას ემატება ის, რომ საქართველოში მისი აქტივები არის ძალიან დიდი რაოდენობით. ეს არის მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და ა.შ. ჩენ ვიცით, რომ ეს ადამიანი მსენებლობებს იწყებს და უძღავი ქონების ბიზნესში შემოდის. ასევე ეს ადამიანი შემოსულია სურსათის, კვების ბიზნესში, თანაინვესტირების ფონდს ძალიან ბევრი კომპანიები აქვს, ოღონდ ეს კომპანიები შემდეგ ფონდ ქართუს საფარ ქვეშ არის, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

ბიძინა ივანიშვილი გამდიდრდა. ბლუმბერგის მონაცემებით, ქართველი ოლიგარქის ქონება მხოლოდ 2025 წლიდან დღემდე 300 მილიონი დოლარით გაიზარდა და ახლა რეკორდულ ნიშნულზეა. ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ხუთას უმდიდრეს ადამიანს შორის ერთადერთი ქართველია და მისი ამჟამინდელი ქონება 7 მილიარდ 800 მილიონს შეადგენს.