ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და გამოსავლის გზები - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები გურიაში მოსახლეობას ხვდებიან

16.02.25 14:25
ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და გამოსავლის გზები - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები გურიაში მოსახლეობას ხვდებიან

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები გურიაში ჩავიდნენ. მამუკა ხაზარაძე თანაგუნდელებთან ერთად მოსახლეობას ამ წუთებში ჩოხატაურში ხვდება. საუბრის მთავარი თემა - ქვეყანაში შექნილი უმძიმესი მდგომარეობა და პოლიტიკური და სოციალური კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაა. 

ოპოზიციონერმა ლიდერმა დღეს ისევ გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მე ჩემს მეგობრებთან ერთად აუცილებლად, ამას ჩვენი მხრიდან და თქვენი მხრიდან, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის, რომ მე რომ არ გავაკეთო, ჩვენ, თქვენ რომ არ გავაკეთოთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა. ამ მიწას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მარტო ჩოხატაურზე არ ვლაპარაკობ, მთლიანად საქართველოზე, მაგრამ კონკრეტიკა მინდა. და დღეს რა ხდება? დაცლილია ჩოხატაურიც და ლანჩხუთიც და საქართველოა დაცლილი. დასანიშნია ახალი არჩევნები და ის 400 კაცია გასათავისუფლებელი, - თქვა ხაზარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა დგილობრივების პრობლემებზეც. მათ შორის, საუბარი შეეხო პირველ საჯარო სკოლას, რომლის რეაბილიტაციაც ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა არ დაასრულა. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები გურიის შემდეგ ბათუმში ჩავლენ.