ივანიშვილი საქართველოს ბიუჯეტის და ქართველი ხალხის ხარჯზე მდირდება - ირაკლი კუპრაძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ქონების გაზრდა საქართველოს ბიუჯეტის ძარცვასთან პირდაპირ კავშირშია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ოლიგარქი ქვეყნის ბიუჯეტის და ქართველი ხალხის ხარჯზე მდირდება.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წუწუნებს ბოლო წლების განმავლობაში, რომ თურმე მას ასანქცირებენ, ბლუმბერგის მონაცემებით, 300 მლნ-ით გამდიდრდა. ეს ყევლაფერი ცალსახად მიუთითებს ძალიან მარტივ საკითხზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მდიდრდება საქართველოს ბიუჯეტის და ქართველი ხალხის ხარჯზე. ის ძარცვავს საქართველოს ბიუჯეტს, ისაკუთრებს ქართველი ხალხის ფინანსებს. ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებს რუსული რეჟიმის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ბიძინა ივანიშვილი გამდიდრდა. ბლუმბერგის მონაცემებით, ქართველი ოლიგარქის ქონება მხოლოდ 2025 წლიდან დღემდე 300 მილიონი დოლარით გაიზარდა და ახლა რეკორდულ ნიშნულზეა. ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ხუთას უმდიდრეს ადამიანს შორის ერთადერთი ქართველია და მისი ამჟამინდელი ქონება 7 მილიარდ 800 მილიონს შეადგენს.