ზურაბიშვილი ევროპის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია - რაზე ეუსაბრება პარტნიორებს?

16.02.25 20:55
ზურაბიშვილი ევროპის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია - რაზე ეუსაბრება პარტნიორებს?

მესამე დღეა სალომე ზურაბიშვილი ევროპის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია. ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ჩეხეთი - ევროპის ქვეყნების კანონმდებლებს ზურაბიშვილი უყვება რუსეთთან მჭიდრო კავშირებში მყოფ
ივანიშვილზე და საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ რუსულ სპეცოპერაციაზე.

სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს
წარმომადგენელსაც შეხვდა. პრეზიდენტმა კაია კალასს ქართული 17 მედია ორგანიზაციის წერილი გადასცა, რომელიც დაკავებული, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეს და მედიაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. 

ყველა მოლაპარაკებაზე და ყველა ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ითხოვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც უკვე 80 დღეა ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას მოითხოვს. მეხუთე პრეზიდენტი ვრცლად საუბრობს იმ რეპრესიებზე, რომელიც რეჟიმმა თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ აამოქმედა. ამბობს, რომ დღეს ყველა ინსტიტუტს ერთი პარტია აკონტროლებს, პარტიას ერთი კაცი, ამ კაცს, ბიძინა ივანიშვილს კი დირექტივებს მოსკოვი აძლევს.  ეს ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა მიაწოდა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასაც.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები