ომის დამნაშავე პუტინი, გაყალბებული არჩევნების გზით, აყენებს მარიონეტებს, როგორიცაა ივანიშვილი და ლუკაშენკო - უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ “არ არსებობს "უკრაინის ომი", ეს არის რუსეთის ომი.“
მისივე თქმით, “პუტინი, გაყალბებული არჩევნების გზით, აყენებს მარიონეტებს, როგორიცაა ივანიშვილი და ლუკაშენკო.“
არ არსებობს "უკრაინის ომი". არის რუსეთის ომი. და ომის დამნაშავე პუტინი ამას უკრაინის შიგნით აწარმოებს. გაყალბებული არჩევნების გზით ის აყენებს მარიონეტებს, როგორიცაა ივანიშვილი და ლუკაშენკო. იგივეს ცდილობს მოლდოვაში, რუმინეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში", - წერს უილსონი