დიდი ბრიტანეთი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს -საელჩო
დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
საელჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს, “სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში"
დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია განცხადებაში.
შეგახსებებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა.