„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა
საქართველოში სოციალური დემოკრატიის დამკვიდრების მოტივებით ახალი მოძრაობა - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა.
მოძრაობის წარდგენა ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე მის ძეგლთან გაიმართა.
მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს და ეფუძნება "ევროპულ მემარცხენე გამოცდილებას"
ამ დროისთვის მოძრაობას 100-ზე მეტი წევრი ჰყავს.
"გასულ კვირებში გავრცელდა ჭორი, რომ წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანები, მემარცხენეებად რომ მოიხსენიებთ ხოლმე, რაღაცას აპირებენ. თქვენ იცით, სად არიან მემარცხენეები, ჩვენ ვართ წინააღმდეგობის ნაწილი და ვართ იქ, სადაც ხალხს სჭირდება. დღეს ვართ აქ იმიტომ, რომ გითხრათ - ეს ჭორი არის სიმართლე. 130 წლის წინ გურიაში ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოტანა და დღეს ჩვენ, 130 წლის შემდეგ, 17 თებერვალს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე ,მის ბიუსტთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გითხრათ - აქ ვართ, ერთად ვართ და ჩვენი სახელია "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის".- თქვა ვახუშტი მენაბდემ.
ფოტო: IPN.GE