ბაჩიაშვილის მიმართვა ივანიშვილს: თუ კაცი ხარ შემხვდი, ან გააგრძელე ლაჩრულად პროკურატურას ამოფარება!

17.02.25 18:04
ბაჩიაშვილის მიმართვა ივანიშვილს: თუ კაცი ხარ შემხვდი, ან გააგრძელე ლაჩრულად პროკურატურას ამოფარება!

თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილს "ტვ პირველის" ეთერიდან მიმართავს - "თუ კაცი ხარ, შემხვდი და პირისპირ წამიყენე პრეტენზია"- ეუბნება ოლიგარქს ერთ დროს მისი ნდობით აღჭურვილი პირი. 

გიორგი ბაჩიაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს "ლაჩარს" უწოდებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე თავიდან ბოლომდე "ფაბრიკაციაა". 

"დღის ამბებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენი საქმეში არსებულ სკანდალურ ჩანაწერზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერი იმ დღეს არის გაკეთებული, როცა მას ბანკმა სესხი დაუმტკიცა. 

ივანიშვილი აგონიაშია, რადგან სასამართლოში ჩამი ყოველი გამოჩენა, მისთვის კატასტროფაა - მთელი ქვეყანა ხედავს მის რეალურ სახეს, მის სიხარბეს, ხედავს მის ტყუილებს და ხედავს, როგორ ერთ მუშტად აქვს მთელი სასამართლო შეკრული და ჯიბეში აქვს ჩასმული. სწორედ ეს სტკივა - ნებისმიერი ჩემი გამოჩანა და მხილება. გპირდებით, რომ კიდევ ძალიან ბევრი მხილება იქნება. სასამართლო პროცესების დაჩქარება ამ დამნაშავე ადამიანს ვერ უშველის, რომ პასუხი აგოს ახლა თუ არა მომავალში! პასუხისგება არც მას, და არც მის ბანდას ასცდება, რომლებიც პირდაპირ ხელს აფარებს მის დანაშაულს, ვინც ურცხვად მოდის სასამართლოში და ცრუ ჩვენებებს იძლევა: უნდა გრცხვენოდეთ, ამ ქვეყანაში შვილები გეზრდებათ. მე გისურვებთ ყველას - თქვენც, ივანიშვილსაც, რომ თქვენს შვილებს არ შეხვედროდეთ ისეთი ურჩხულები, როგორებიც თქვენ თვითონ ხართ! "- აცხადებს ბაჩიაშვილი. 

თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით დააკავონ, თუმცა იქვე ამბობს, რომ "ყველაფრისთვის მზად არის და სიმართელეს მაინც დაამტკიცებს". 

არ მეშინია არც ივანიშვილის პროკურატურის, არც მისი სასამართლოსი, არც მისი კრიმინალების და არც ციხის. მე ერთი სიმართლით დავდივარ და ამ სიმართლით ყველგან ვივლი. ეს მათ ეშინიათ სიმართლის და ამიტომაც ივანიშვილი ჩემთან შეხვედრას ვერც კი ბევადს. იმიტომ გაურბის ჩემთან შეხვედრას, რომ მას არ აქვს სიმართლე. პირდაპირ ეთერში ვამბობ - თუ კაცია, შემხვდეს და პირისპირ წამიყენოს პრეტენზია, მე ჩემს პრეტენზიებს ვეტყვი. თუარა, როგორც ლაჩარი ამოეფაროს პროკურატურას, სასამართლოს. მე მაინც ვიცი, როგორ დარბოდნენ, მასთან ეს მოსამართლეები, ისინი მისი თანამშრომლები არიან! მე ამ შოუს ვერ დამიდგამ!"- აცადებს ის. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ე.წ კრიპტოვალუტის საქმეზე ვრცელ მასალას აქვეყნებს სახელწოდებით "ბაჩიაშვილის საქმე: პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის კერძო ინტერესების სამსახურში".

მასალაში დეტალურად არის აღწერილი, ბაჩიაშვილის ბიოგრაფია და მისი კვეთა ივანიშვილთან, ივანიშვილის ბრალდება ბაჩიაშვილის მიმართ, პროკურატურის მიერ ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება, ბაჩიაშვილის პოზიცია და საქმეში არსებული და არარსებული დოკუმენტური და სხვა მტკიცებულებები.

მსგავსი სიახლეები