თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტში - ნათია მოგელაძის პასუხი წულუკიანს
თეა წულუკიანის განცხადებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით, 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ, ნათია მოგელაძე პასუხობს.
ყოფილი პროკურორი სოციალურ ქსელში წერს, რომ "თეა წულუკიანმა მასთან განცდილი არაერთი მარცხი ვერ გადაიტანა და 13 წლის შემდეგ ბოღმა ჯერ კიდევ არ განელებია". ნათია მოგელაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მისი გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, კომისიაზე გამოცხადდება.
კომპლექსებისგან გაბოროტებული წულუკიანი, როგორც ქალს, როგორც დედას და როგორც უბრალოდ ადამიანს, ყოველთვის რაღაცნაირად მეცოდებოდა.
აგერ უკვე 13 წელია, ჩემი პირადი ბოღმა აქვს, რადგან მე ვარ ის ადმაინი, ვინც არაერთხელ აჩვენა რომ მისი ე.წ "ძლიერი" ქალის იმიჯი მხოლოდ მითია და მისი სისუსტის შესანიღბად მორგებული ნიღაბი, რომლის უკან ძალიან სუსტი, ბოღმა და გაბოროტებული ადამიანი იმალება.
ნათია მოგელაძე იყო ის, ვინც თეა წულუკიანი, რომელიც იურისპუდენციაში წარმოუდგენელ უვიცობას ავლენდა, ამხილა, რომ შეუძლებელია ის იურუსტი ყოფილიყო, რის შემდეგაც ივანიშვილმა ის ჩამოაშორა პარტიის იურიდიულ სამსახურს და თინა ხიდაშელს გადააბარა. მაშინ სიმწრისაგან გაცეცხლებულ წულუკიანი კონტროლოს პალატასთან მივარდებოდა და ჩემ გადადგიმას ითხივდა. მოგვიანებით ჩემი დასკვნა დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონდა და იღლიაში ამოჩრილი სხვა დიპლომით ეთერ-ეთერ დარბოდა, რაც ძალიან სევდიანი საყურებელი იყო.
ოცნების ბევრ საჯარო მოხელეს ემახსოვრება, მინისტრად დანიშვნის პირველი დღიდანვე გამწარებული როგორ არკვევდა როგორ გადაწყდა, რომ ნათია მოგელაძე ყოფილიყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირველი პროკურორი. რომელი ლიფტით ვსარგებლობდი იუატიციის სამინიატროში და ასე შემდეგ. ანუ ანტიკორუფციული კომისის სხდომებზე, დღისწესრიგის საკითხების ნაცვლად, წლების განმავლობაში მთავარ თემად ნათია მოგელაძე ჰქონდა.
ბოღმა და ჩემთან განცდილი არაერთი მარცხი, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ ძლევს. 2017 წელს ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნიდან მეორე დღესვე, ღამით ფარულად მიაკითხა ახალ აუდიტორს კაბინეტში და ჩემი და ნინო ლომჯარიას სამსახურიდან გაშვება მოსთხივა. სამეთვალყურეო კამერები რომ ვნახე, მაშინ კიდევ უფრო მეტად შემეცოდა. ეხლაც მახსოვს რა საცოდავი და სევდიანი სანახავი იყო ღამით, ფეხაკრებით აუდიტის სამსახურში თავისი პირადი ბოღმის სანთხევად შეპარული მაშინდელუ იუატიციის მინისტრი.
მოკლეთ ამ ამბებიდან 13 წლის შემდეგ გავიგე, რომ თიკოს ბოღმა ჯერ კიდევ არ განელებია. ისიც ისევ ცხადია, რომ ამდენი წელი ვერაფერს მიხვდა და სიძლიერე მას სისტემას ამოფარებული ფეხების ბაკუნი გონია. ხო და დაე მთელმა ერმა იხილოს ჩვენი ისტორიული შეხვედა. ასაკი მი მომემატა, მაგრამ არც ამჯერად გამიჭირდება საზოგადოებას ცხადად დავანახო როგორი პატარა და სუსტი ადამიანია თეა წულუკიანი. რომ მასზე არ უნდა გავბრაზდეთ, ია შეიძლება მხოლოდ გვებრალებოდეს:).
ცხადია, ეს კომისია მხოლოდ სანახაობისთვის შეიქმნა. ისიც ცხადია, რომ მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამეტს და არც ამ კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ, თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტშიც და მისთვის კომფორტულ ნებისმიერ სივრცეში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან იმისათვის, რომ ავუხდინო მრავალწლიანი ქართული ოცნება და მივცე ჩემთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა. იმედია, ამჯერად მაინც კარგად იქნება მომზადებული და წინა ჩვენი შეხვედრების მსგავსად, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება". - წერს ნათია მოგელაძე.
თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა დაიწყო. "ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ არსებობს საკმარისზე მეტი საფუძველი, რომ მათ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია აკრძალონ. სწორედ ე.წ. საგამოძებო კომისიის ფარგლებში იგეგმება, რომ პარასკევს არალეგიტიმურ პარლამენტში ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნათია მოგველაძე დაიბარონ.