"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - "აი ფაქტი"

17.02.25 18:42
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - "აი ფაქტი"

"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკონომიკის წინაშე არსებული სამომავლო რისკებია განხილული. 

სტატიაში, რომლის ავტორებიც ჯეიმს დოუსეტი (OCCRP), "აი ფაქტი", და მმართველობის მონიტორინგის ცენტრი არიან, წერია, რომ ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაცია შესაძლოა საქართველოსთვის უფრო ფართომასშტაბიან პრობლემებს წარმოშობდეს, თუ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება.

პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანია Enmetena Advisory-ის დამფუძნებლის, მაქსიმილიან ჰესის განმარტებით, ასეთ სცენარში შესაძლოა ბიზნესებისთვის ქვეყანასთან თანამშრომლობა "ძალიან რთული" გახდეს, რადგან ივანიშვილის ეკონომიკური გავლენების გამო სანქციების რისკი გაიზრდება.

მისი აქტივები საქართველოს მთლიან ეკონომიკაში ძალიან დიდ წილს დაიკავებს, – განაცხადა ჰესმა. – ფაქტობრივად, ივანიშვილს რისკები საკუთარი თავიდან და სიმდიდრიდან საქართველოსა და ქართველ ხალხზე გადააქვს".

ივანიშვილის აქტივების დიდი ნაწილი გადაფორმებულ იქნა ერთ დღეში, 17 იანვარს. ამ დღეს შვიდი კომპანიის მფლობელობა პანამურ კომპანია Limestone Finance International SA-დან გადავიდა ივანიშვილის ქართულ კომპანიაზე, სს “ტერრა”-ზე.

ივანიშვილის ზოგიერთი ქართული აქტივების ბოლოდროინდელი რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ჰოლდინგი კვლავ ოფშორის მფლობელობაშია. ზოგიერთ მათგანს ფლობს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF Fund), კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც მართავს 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, ძვირად ღირებულ სასტუმროებსა და ცემენტის ქარხანას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი დამოუკიდებელი ერთეული, JSK GCF Georgia, შეიქმნა იანვარში ხვედელიძის უშუალო მფლობელობაში, საზღვარგარეთ კავშირების გარეშე."- ნათქვამია სტატიაში.

სტატია სრულად მოცემულ ბმულზე იხილეთ.  

მსგავსი სიახლეები