მილიარდების გადარჩენის სპეცოპერაცია - სანქციებით და ქონების დაკარგვით შეშინებული ოლიგარქი ჩქარობს

17.02.25 20:00
მილიარდების გადარჩენის სპეცოპერაცია - სანქციებით და ქონების დაკარგვით შეშინებული ოლიგარქი ჩქარობს

როსტომ მეფის სასახლე ერეკლეს მოედანზე, ქსენიევსკის სასახლე აბასთუმანში, შენობები თბილისის ისტორიულ უბანში და სასუქების ქარხანა კასპში - "პირველებმა" აღმოაჩინა, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქონების გადამალვის ახალი სპეცოპერაცია დაიწყო.

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე ფირმების საკუთრებაში არსებული ასობით მილიონი დოლარის ქონება ივანიშვილმა ქართულ სააქციო საზოგადოებაზე გადააფორმა. ყველაფრის მფლობელი ახლა თავად არის. ივანიშვილმა ამჯერადაც მასზე მორგებული ოფშორების კანონით ისარგებლა და ფული, რომელიც ხალხისთვის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა, ისევ ჯიბეში ჩაიდო. 

ივანიშვილი საჯაროდ ამბობს, რომ სანქციების არ ეშინია, მაგრამ ამერიკული სანქციების დაწესებიდან თითქმის ორი თვის თავზე ივანიშვილი ქონების გადაფორმებით არის დაკავებული. ყველაფერი, რაც უცხოეთში ჰქონდა, საქართველოში შემოაქვს, რადგან აქ ეიმედება, რომ მისივე კონტროლირებადი რეჟიმი სანქციებს არ აღასრულებს.

ბიძინა ივანიშვილი ქონების საქართველოში გადამალვით დიდი დარტყმის წინაშე აყენებს ქვეყანას. ცხადია, რომ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოში კობახიძის გუნდი არ აღასრულებს და ვერც ნათია თურნავა გაბედავს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას, ამიტომ დარტყმის წინაშე დგება ქვეყანა, რადგან სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობა ქვეყნის შავ სიაში შეყვანას იწვევს, რაც ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასია. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები