მდუმარე პოლიცია და "ტიტუშკების" თარეში ქვეყანაში - გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

17.02.25 20:07
მდუმარე პოლიცია და "ტიტუშკების" თარეში ქვეყანაში - გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში გადაღებული კადრების შესწავლით დგინდება, რომ გიორგი გახარიას ჩასაფრება მოუწყვეს. ექსპრემიერ-მინისტრს ქალი ტიტუშკები აეროპორტში დაახვედრეს. ზონდერებს როლები გადანაწილებული ჰქონდათ. ქალებს გახარიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიეყენებინათ, პოლიციის უკან დამალულ კაცებს კი კვერცხები ესროლათ. 

ჩასაფრება ექსპრემიერს მინიმუმ 4-მა ადამიანმა მოუწყო. თავდასხმა აეროპორტის ტერიტორიაზე ათობით სათვალთვალო კამერის, პოლიციისა და დაცვის სამსახურის თანდასწრებით მოხდა. "პირველები" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა, რათა ენახა, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ვახო გომელაურმა პოლიტიკოსსა და გერმანიის ყოფილ ელჩზე თავდასხმის შემდეგ.

რადგან საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე ძალოვნებს არ ჩაუტარებიათ,  "პირველებმა" ექსპერიმენტი ჩაატარა. ჩამოფრენის დარბაზში კვერცხებით შევიდა და პოლიციას ჰკითხა, არის თუ არა დანაშაული მოქალაქისთვის კვერცხების სროლა. გომელაურის უწყებამ დაადასტურა, რომ ეს კანონდარღვევაა. თუმცა გახარიასთვის კვერცხის სროლა რატომ არ იყო დანაშაული, ამ კითხვაზე პასუხი გაუცემელია. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები