გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქს პირისპირ შეხვედრაზე იწვევს
გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილს პირისპირ შეხვედრას სთავაზობს - ოლიგარქს, რომელმაც სასამართლოს წინაშე ბაჩიაშვილის პირისპირ დაჯდომა ვერ გაბედა, ახლა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელმა "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან პირისპირ ლაპარაკი შესთავაზა.
ივანიშვილი სასამართლოს აჩქარებს, საქმეში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა მისი გეგმა სისრულეში და ბაჩიაშვილის ციხეში გაშვება, მაინც მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლომ უნდა მოიყვანოს.
დღეს ერთმანეთის მიყოლებით გამოიკითხა 3 მოწმე, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. ნათია თურნავას დაკითხვის დროს პროცესი დახურეს, სხდომიდან გამოსული კი გაიქცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვერ გასცა პასუხი კითხვას, რატომ აქცია რეჟიმმა ქვეყნის მთავარი საფინანსო სისტემა ოლიგარქის მაშველ რგოლად.
დღეს ასევე გამოიკითხა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელსაც ივანიშვილის და ბაჩიაშვილის ფარული ჩანაწერის ექსპერტიზა დაავალეს. ის დღეს სხდომაზე ყველა კითხვაზე პასუხისას მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამდა. ალბათ, შესაძლოა, სავარაუდოდ - ეს იყო სიტყვები, რომელსაც ასმათ მატუშევსკაია ყველაზე ხშირად იყენებდა. დღეს პროცესზე ვეღარ თქვა, რომ ივანიშვილის ხმა ვერ იცნო, თუმცა მოვიდა ახალი არგუმენტით, რომ ივანიშვილის და ბაჩიაშვილის ლაპარაკს მიღმა ფონური ხმა არ მოსწონს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.