"ოცნების" პოლიტიკური ტრაგიკომედია - არჩევნების მიტაცებით ძალაუფლებაში დარჩენილი რეჟიმი, 21 წლის წინანდელ არჩევნებს იძიებს
პოლიტიკური არქეოლოგია "ქართული ოცნების" ახალი გატაცებაა - დღეიდან პარლამენტმა 2004 წელს ჩატარებული არჩევნების გამოძიება დაიწყო. ახლა თეა წულუკიანი ადგენს, 21 წლის წინ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე, სწორად დათვალა თუ არ ხმები ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
იძიებენ 2008 წლის არჩევნებსაც, ასევე საპრეზიდენტოს. უკვე ჩამოწერეს მოწმეთა სია, ვინც უნდა დაკითხონ. ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი ნათია მოგელაძე და პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე.
"ოცნების" საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ყვებოდნენ ამბებს, რომლის ნამდვილობასაც
"ოცნების" პროკურორებიც კი ვერ ადასტურებდნენ. სოზარ სუბარის კითხვებმა გაბიტაშვილის უწყების წარმოდგენილი, ირაკლი ნადარეიშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.
წესით თეა წულუკიანისთვის, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მოსვლის კანონიერებას სწავლობ, ყველაზე საინტერესო მოწმე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. მისი პარტიის ლიდერს თავად აქვს დადასტურებული, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის პარტიის სპონსორი იყო და მთელს მთავრობას ის აფინანსებდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.