ივანიშვილის მმართველობის ფორმა ოლიგარქიის, ადრეული ფეოდალიზმის და ჩამორჩენილი აფრიკული დიქტატურის სინთეზია - ქადაგიძე
ივანიშვილის მმართველობის ფორმა ოლიგარქიის, ადრეული ფეოდალიზმის და ჩამორჩენილი აფრიკული დიქტატურის სინთეზია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში სიღარიბე მოკავშირედ გახადა, სწორედ ამიტომ, გიორგი ქადაგიძის განმარტებით, სისტემა უნდა ჩამოიშალოს და დაინგრეს.
ათასობით შშმ პირი სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ადაპტირებული არ არის გარემო. ყოველი მესამე ადამიანი სოციალურ შემწეობას ითხოვს. ამ ქვეყანაში ამას გვიბედავენ. ეს არის კლასიკური ოლიგარქია. ეს არის ოლიგარქიის, ადრეული ფეოდალიზმის და ჩამორჩენილი აფრიკული დიქტატურის სინთეზი, რომელიც არის საშიში თითოეული ჩვენგანისთვის. საჯარო სივრცეშიც კი გვეშინია შვილების გაშვების. მომავლის გვეშინია. ბანკის ვალების გვეშინია... ეს არის ის რეჟიმი, სადაც სიღარიბე მოკავშირე გახადა. ეს სისტემა უნდა დაინგრეს და ჩამოიშალოს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.