ორგანიზებული თავდასხმა პრეზიდენტზე - მათიკაშვილის თქმით, ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოების ბრაზი "გასაგებია"
სალომე ზურაბიშვილზე ორგანიზებულ თავდასხმაში "ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს. დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი "პოლიტიკური ნული" და "მოღალატეა" და ამის გამო მას საზოგადოებამ პასუხი გასცა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ნულს წარმოადგენს, ის აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი, ის მაინც აგრძელებს საკუთარი სამშობლოს ღალატს. დადის უცხოურ ქვეყნებში და ცდილობს, დააზიანოს ქვეყანა. საზოგადოებას აქვს თავისი რეაქცია. ღალატს რომ საზოგადოებამ გარკვეული პასუხი გასცა, ესეც გასაგებია, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს "ოცნების" ტიტუშკები აეროპორტში დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილი ზონდერების სამიზნე ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც ის თბილსიში მიუნჰენის კონფერენციიდან დაბრუნდა. პრეზიდენტს, გიორგი გახარიას მსგავსად, კვერცხები დაუშინეს, თუმცა რეაგირება არც დაცვის სამსახურს და არც საპატრულო პოლიციას მოუხდენია.