ივანიშვილის რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს! გვჭირდება დაუყოვნებლივ სანქციების დაწესება და თავისუფალი არჩევნები - ჯო უილსონი

18.02.25 12:52
ივანიშვილის რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს! გვჭირდება დაუყოვნებლივ სანქციების დაწესება და თავისუფალი არჩევნები - ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი "ქართული ოცნების" ტიტუშკების მიერ საქართველოს პრეზიდენტზე და ყოფილ პრემიერზე თავდასხმას X-ზე ეხმიანება. 

მისი თქმით, საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში ეშვება. 

ჯო უილსონი "ოცნების" დასანქცირების აუცილებლობაზე საუბრობს: 

"ივანიშვილის ბრუტალური რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულად შეესაბამება აშშ-ის მოწინააღმდეგეებს. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები"- წერს უილსონი. 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 

მსგავსი სიახლეები