სეფაშვილი ამტკიცებს, რომ მისთვის ძალადობა დაუშვებელია, თუმცა ზურაბიშვილზე თავდასხმას არ გმობს
"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილს "რიგით ნაცად" მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ ის საკუთარი ქვეყანას ვნებს. სეფაშვილის ირწმუნება, რომ ძალადობა მისთვის მიუღებელია, თუმცა საქართველოს მე-5 პრეზიდენტზე თავდასხმას არ გმობს.
მე ყოველთვის ვამბობ, რომ ძალადობა დაუშვებელია და ასევე დაუშვებელა რიგითი ნაცის, სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა და მოღალატეობრივი ქმედებები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამბობს ეკა სეფაშვილი.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.