პოლიტიკური ველურობის სამარცხვინო და ამაზრზენი გამოვლინება - თამაზ დათუნაშვილი პრეზიდენტზე თავდასხმაზე

18.02.25 13:21
პოლიტიკური ველურობის სამარცხვინო და ამაზრზენი გამოვლინება - თამაზ დათუნაშვილი პრეზიდენტზე თავდასხმაზე

"პოლიტიკური ველურობის სამარცხვინო და ამაზრზენი გამოვლინება", - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პირველ რიგში, ეს თავად იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვისაც მსგავსი დავალებების შესრულებას ავალებენ. 

პოლიტიკური ველურობის ახალი და ძალიან სამარცხვინო, ამაზრზენი გამოვლინებაა საქართველოს პრეზიდენტის დახვედრა, გახარიას დახვერდა. პოლიტიკური პროცესის ტალახში ამოსვრა არის "ქართული ოცნების" მიზანი, იმ ტალახში, სადაც თვითონ კომფორტულად გრძნობს თავს. პირველ რიგში, ასეთი ქმედებები არის იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომლებსაც აკადრებ, რომ ღამის 4 საათზე კვერცხებით უნდა იდგნენ აეროპორტში და ეს უბინძურესი დავალება შეასრულონ, - ამბობს თამა დათუნაშვილი. 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.