ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს "ოცნების" ტიტუშკებმა პრეზიდენტს კვერცხები

18.02.25 13:28
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს "ოცნების" ტიტუშკებმა  პრეზიდენტს  კვერცხები

 

 

რეჟიმის პროპაგანდისტებმა საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის კადრები გაავრცელეს. ერთ წუთიან ვიდეოში ჩანს "ოცნების" მიერ დაქირავებული ე.წ. ზონდერი ქალები და კაცები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს "მოღალატეს" უწოდებენ და მისი მიმართულებით კვერცხებს ისვრიან.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.