ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა - ნიკა გვარამია

18.02.25 13:45
ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა - ნიკა გვარამია

თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. პოლიტიკოსის თქმით, სწორად ამ ფორმულირებით უნდა განიხილოს აღნიშნული დანაშაული მომავალმა მთავრობამ.

თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა და სწორედ ასე უნდა განიხილოს მომავალმა ხელისუფლებამ, როცა ამ დანაშაულის გამოძიებას დაიწყებს,  წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.