ეტყობა, ივანიშვილს დაბადების დღეს ამგვარად ულოცავენ - ქეთათო პრეზიდენტზე თავდასხმაზე
მომღერალი ქეთათო (პოპიაშვილი) საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმას გმობს და მომხდარს ქვეყანაში გამეფებულ "განუკითხაობას" უკავშირებს. ხელოვანი ფიქრობს, რომ ამგვარი უკანონო საქციელით "ოცნების" ტიტუშკებმა ოლიგარქს დაბადების დღე მიულოცეს.
გული მწყდება, რომ ასეთ განუკითხაობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც 70 წლის ადამიანს, პრეზიდენტს, რომელიც პრეზიდენტი იყო და მათივე არჩეული იყო თავის დროზე, ასე ექცევიან. როდესაც ყველაფერი ჩამოშლილია და ერთ ადამიანს ემსახურება, ეს განუკითხაობა კიდევ და კიდევ ყველას კარამდე მივა. ზოგადად, ალბათ იწონებენ თავს ასეთი უკანონო საქციელით. ეტყობა, დაბადების დღეს ულოცავენ (ივანიშვილს) ამგვარად და სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, - ამბობს ქეთათო.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.