პრეზიდენტი: "მზიას მადლობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!"
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ბათუმელების" დამფუძნებლის გადაწყვეტილებას მიესალმება და სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტის გამო მადლობას უხდის:
მზიას მადლობა ! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!
ბათუმელების რედაქტორმა, ეთერ თურაძემ და ნეტგაზეთის რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ კლინიკა ვივამედთან მზია ამაღლობელის შიმშილობსასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, თურაძემ ამაღლობელის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, ჟურნალისტი წერს, რომ უახლოეს დღეებში შეეცდება, ექიმების დახმარებით კვება აღადგინოს.