"ქართული ოცნება" სიგოიმის სიმბიოზია - ნანკა კალატოზიშვილი

18.02.25 15:26
"ქართული ოცნება" სიგოიმის სიმბიოზია - ნანკა კალატოზიშვილი

 

 

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმას "სამარცხვინოს" უწოდებს. ხელოვანის თქმით, "ქართული ოცნება" "სიგოიმის სიმბიოზია" და შესაბამის ქმედებებსაც ახორციელებენ.

„ქართული ოცნება“ არის ჩემთვის სიგოიმის სიმბიოზი. ადამიანები აბუ დაბიში, ტელეფონით რატომ დაგვადგაო, ისტერიკაში ჩავარდნენ და არავის არაფერს გავუტარებთო და ასეთ ქაჯობამდე მიდიან. სამარცხვინოები არიან, მერე გამოვლენ და ვიღაცას მორალს წაუკითხავენ ან „ვიღაცას არ შეეხოთო“, -იტყვიან. ჩვენს ლეგიტიმურ პრეზიდენტს რომ ასეთ რაღაცას უკეთებენ ადამიანები, თურმე კანონს იცავენ. პოლიციას თუ ვინმე ამცირებს, ეს არის „ქართული ოცნება“, ყველაფერზე ხელს აწერინებენ, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი. 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.