თავდასხმა პრეზიდენტზე - რას ამბობს ომბუდსმენი
პრეზიდენტზე თავდასხმის ფაქტის შეფასება სახალხო დამცველისგან რთული აღმოჩნდა. ლევან იოსელიანმა მხოლოდ ის თქვა, რომ კვერცხების სროლა და სიძულვილის ენის გამოყენება მიუღებელია და მნიშვნელოვანია, ყველა მსგავსი ფაქტი გამოძებული იქნას.
აბსოლუტურად მიუღებელია კვერცხების სროლაც და სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. კონკრეტული ფაქტის შესახებ თქვენგან გავიგე პირველად, თუმცა მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა, იყოს გამოკვეთილი რაიმე ტიპის დანაშაული, იქნას რეაგირებული და ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართულები კანონის შესაბამისად ამაზე აგონ პასუხი. განსხვავებული აზრი უნდა იყოს მისაღები ყველასთვის. არც მხარეს აქვს მნიშვნელობა და არც პოლიტიკურ კუთვნილებას, - ამბობს ლევან იოსელიანი.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.